» » სოფელ ბეჟანოში, ორი შვილის დედის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს
Loading...

სოფელ ბეჟანოში, ორი შვილის დედის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს


სოფელ ბეჟანოში, ორი შვილის დედის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში, ადგილობრივებმა მდინარეში 57 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

მოსახლეობამ ადგილზე პოლიცია გამოიძახა. გვამი წყლიდან 8 მაისს ამოიტანეს.

თანასოფლელების თქმით, 1962 წელს დაბადებულ ა.ა-ს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორ აღმოჩნდა ორი შვილის დედის ცხედარი მდინარეში, მეზობლები მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. скачать dle 12.0