» » 7 თვის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი წაუყენეს იმფორმაცია ახლახანს გავრცელდა
Loading...

7 თვის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი წაუყენეს იმფორმაცია ახლახანს გავრცელდა


7 თვის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი წაუყენეს იმფორმაცია ახლახანს გავრცელდა

სოფელ აღაიანში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 16 წლის დედისთვის ბრალის წარდგენა გორის პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხდა.

არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს მე-11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, ქეთი გაგოევმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

საქმის მასალები ადვოკატისთვის ჯერ არ გადაუციათ.

„ბრალი ახლახან წარედგინა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოიყენა დუმილის უფლება. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს დავამატებ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცეს. გამოძიება გაგრძელდება, ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა.ბრალდებული სასამართლოს წინაშე სავარაუდოდ ხვალ წარდგება”- განაცხადა შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

დაცვისა და ბრალდების მხარის გადაწყვეტილებით, დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება, ასევე დადგენილია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისადა კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. დღეს დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვიდი თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
скачать dle 12.0